ზურაბ ვაჭარაძე - „ქართული ღვინის ფესტივალით“ იხსნება ქართული ღვინის დღეები, რომელიც 15 ოქტომბერს გურჯაანის ღვინის ფესტივალით დაგვირგვინდება

„ქართული ღვინის ფესტივალით“ იხსნება ქართული ღვინის დღეები, რომელიც 15 ოქტომბერს გურჯაანის ღვინის ფესტივალით დაგვირგვინდება, - ასე მიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძემ “ქართული ღვინის ფესტივალის” სტუმრებს.

ზურაბ ვაჭარაძის თქმით, საქართველოში ღვინის საერთაშორისო დონის ექსპერტები იმყოფებიან.

„ფაქტობრივად 8 000 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა საფუძველი ჩაუყარეს პირველ რთველს და მეღვინეობას და აქედან გამომდინარე გრძელდება ამ დიდებული დარგის წინსვლა. საქართველო ღირსეული მეღვინეობისა და მევენახეობის ქვეყანაა. ყოველწლიურად ვხედავთ, როგორი წინსვლაა ამ დარგში. ვხედავთ, რამდენ ჯილდოს იღებენ ჩვენი მწარმოებლები. ქართული იდენტობის დამახასიათებელია ეს დარგი და საქართველოს იცნობენ როგორც ღირსეული ადამიანებისა და ღვინის მწარმოებელ ქვეყანას. ეს დიდი პატივია ჩვენთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მეწარმეს მათი თავდადებისთვის. ამ ფესტივალით იხსნება ქართული ღვინის დღეები, რომელიც 15 ოქტომბერს გურჯაანის ღვინის ფესტივალით დაგვირგვინდება. მსოფლიო კორიფე ექსპერტები არიან ჩამოსულები, რომელთა სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი ძირითადად მონაწილეობენ საერთაშორისო ფესტივალებში, მაგრამ ვინაიდან საქართველო ღვინის ქვეყაანაა, გადაწყვიტეს, ჩვენთან ჩამოსულიყვნენ და პატივი დაედოთ ჩვენთვის, რომ უშუალოდ საქართველოში ჩაეტარებინათ ეს ფესტივალი. მინდა, ამისთვის მათ მადლობა გადავუხადო”,- განაცხადა ზურაბ ვაჭარაძემ.

შეგახსენებთ, რომ შარდენზე ქართული ღვინის ფესტივალი” მიმდინარეობს. სიონის ქუჩაზე წარმოდგენილია ქართველი მეწარმეების ღვინო, ასევე ჩირი, ჩურჩხელა, ყველი, ხელნაკეთი აქსესუარები და სხვა.

ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში გამოფენა-გაყიდვა, ასევე დეგუსტაცია მიმდინარეობს. სტუმრებს როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების შესრულებით ცოცხალი მუსიკის მოსმენა შეუძლიათ.

ფესტივალზე წარმოდგენილია გასართობი პროგრამები - მიმების შოუ, დრამების შოუ, ოჩოფეხები, ცეცხლის შოუ.

ფესტივალის პარტნიორები არიან: „პალიტრა ჰოლდინგი“, „მეიდან ჯგუფი“, პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთი მასალების მიმწოდებელი კომპანია „ვაინპაკი“ და „თბილისის ღვინის მუზეუმი“.

“ქართული ღვინის ფესტივალი 2022-ის“ სპონსორია „კოკა-კოლა“, რომლის სტენდთანაც სტუმრებს არაერთი სიურპრიზი და გათამაშება დახვდებათ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო