ღვინის კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, “ქართული ღვინის ფესტივალის” მსგავსი ღონისძიებები ქართული ღვინის პოპულარიზაციას ხელს უწყობს

“ქართული ღვინის ფესტივალის” მონაწილე ღვინის კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

შარდენზე გამართული ფესტივალის დასრულების შემდეგ, ღვინის კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი მოლოდინი გამართლდა და დღეს ქართული ღვინის დაგემოვნება სიონის ქუჩაზე მისულმა ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის უცხოელმა სტუმარმა შეძლო.

“ჩვენთვის ფესტივალები მნიშვნელოვანია, რადგან ფესტივალზე არის საშუალება, რომ საკუთარი ღვინო უფრო მეტ ადამიანს გაასინჯო. საკმაოდ კარგი, წარმატებული დღე იყო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი არა მხოლოდ ტურისტი, არამედ ქართველი იყო, რომელმაც ჩვენი ღვინის შესახებ არ იცოდა, დღეს დააგემოვნა და გაიცნო”,- განაცხადა კომპანია “შუმის” წარმომადგენელმა გიორგი ჭინჭარაულმა.

“კმაყოფილი ვართ დღევანდელი დღით. მადლობა ორგანიზატორებს. ჩვენი ღვინო ექსპორტზეც გადის, მაგრამ ყოველთვის ძალიან გვსიამოვნებს ასეთ ფესტივალზე წარმოდგენა”,- განაცხადა კომპანია “ეთნო-ოკამის” წარმომადგენელმა ანუკი ჯალალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შარდენზე “ქართული ღვინის ფესტივალი” გაიმართა. სიონის ქუჩაზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ქართული ღვინისა და ქართული წარმოების პროდუქტების დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა გასართობი პროგრამა - მიმების შოუ, დრამების შოუ, ოჩოფეხები, ცეცხლების შოუ.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა როგორც ქართული ფოლკლორული ანსამბლების, ისე ქართული ბენდებისა და უცხოური მუსიკის შემსრულებლების კონცერტი. ასევე, მოეწყო “კოკა-კოლას” გათამაშება, სადაც გამარჯვებულს სასაჩუქრე ყუთი გადაეცა.

რიგით მეოთხე “ქართული ღვინის ფესტივალი” პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა. ფესტივალის სპონსორი იყო „კოკა-კოლა“, ფესტივალის პარტნიორები კი იყვნენ “პალიტრა ჰოლდინგი“, „მეიდან ჯგუფი“, პრემიუმ ხარისხის ღვინის შესაფუთი მასალების მიმწოდებელი კომპანია „ვაინპაკი“ და „თბილისის ღვინის მუზეუმი“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო