პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

იტალიაში, რომში, იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს - Garante per la protezione dei dati personali და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, პასკუალე სტაციონემ და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა მოაწერეს.

თანამშრომლობა მიზნად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების, კონფერენციების, სემინარების ორგანიზებას, ექსპერტების გაცვლას ისახავს.

„ღონისძიებაზე ლელა ჯანაშვილმა საერთაშორისო პლატფორმებსა და ქსელებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მონაწილეობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობა აღნიშნა, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ინსტიტუციური ცნობადობისთვის მნიშვნელოვანია.

იტალიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტმა, პასკუალე სტაციონემ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად მემორანდუმის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, კონსული ნატალია კორძაია და 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომისიის თავმჯდომარე ალესანდრა პიერუჩი ესწრებოდნენ.

ხელმოწერის ცერემონიის შემდგომ იტალიისა და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ანა თოხაძე ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო