„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“  - როდის არ ხდება ავტო ზარალის ანაზღაურება

ავტო ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი“ განმარტებას აკეთებს.

როგორც “სადაზღვევო ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, არ უნდა დარჩეს არცერთი ნიუანსი, რომელზეც დაზღვეული წინასწარ სათანადოდ ინფორმირებული არ იქნება.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის“ გაყიდვების ხელმძღვანელის თორნიკე კვინიკაძის განცხადებით, კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის იმ გამონაკლისების ჩამონათვალს, როდესაც არ ხდება ავტომობილის ზარალის ანაზღაურება.

კვინიკაძის ინფორმაციით, ანაზღაურებაზე უარი ყველაზე ხშირად შემდეგ შემთხვევებში ხდება: თუ უფლებამოსილი მძღოლი მართავდა ავტოტრანსპორტს ალკოჰოლური თრობის, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან იმ პრეპარატების ზემოქმედებისას რაც უკუჩვენებაშია ავტოტრანსპორტის მართვასთან; თუ დაზღვეულ ავტომობილს შემთხვევის დადგომის დროს მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი; ავტომობილი გადაადგილდებოდა საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში; თუ შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ შუქნიშნის, ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნის დაუმორჩილებლობა; სატრანსპორტო საშუალება გამოყენებულია კომერციული-სამეწარმეო საქმიანობისთვის ან ტაქსით მომსახურებისათვის.

„საქართველოს სადაზღვევო ჯგუფისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სადაზღვევო კომპანიის არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდ გვაქვს განთავსებული ვებ- გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (მათ შორის კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა შევთავაზოთ ჩვენ პოტენციურ დამზღვევებს. არ უნდა დარჩეს არცერთი ნიუანსი, რომელზეც დაზღვეული წინასწარ სათანადოდ ინფორმირებული არ იქნება. „საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში“ წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement . ამის შემდგომ ინდივიდუალურ რეჟიმში მომაგრებული მენეჯერი თქვენ განკარგულებაში იქნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო