ანონსი  11  ოქტომბერი

11 ოქტომბერს, 10:30 საათზე, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ექსპერტი და ნარკოლოგი გური მენაბდიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ახალი, საშიში ნარკოტიკი ბაზარზე, კლუბებში არსებული ვითარება და არასრულწლოვნები.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „თსუ-ში შექმნილი კრიზისის საპასუხოდ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოსავალს თავაზობს სტუდენტებს და პარტიის მიერ გასულ წელს შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას მოითხოვს“.

მის: ჭავჭავაძის გამზირი 1 (თსუ-ს მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, კრივის ფედერაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ვეტერანები, სპორტის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: მიმართავენ პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას.

მის: ლისის ტბის მომდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო ტელ: 577 665 566 ირაკლი დოლაბერიძე

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ახალგაზრდა მკვლევართა შესაძლებლობების განვითარების პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას უმასპინძლებს.

თემა: ახალგაზრდა მკვლევართა მიგნებები საბჭოთა პროპაგანდისტული ნარატივების, პოლიტიკისა და რელიგიის შესახებ.

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ილჰამ ალიევის განცხადება აზერბაიჯანი - საქართველო - სომხეთის საერთო პლატფორმის შექმნის საკითხის შესახებ. სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: თელავში მომხდარი მკვლელობის საქმე (ფემიციდი).

მის: გორგასლის ქ. #24.

საკონტაქტო პირები: ეკა ჩიჩუა - 599 21 91 01, ხატია ჯიღაურიშვილი - 599 78 00 05.

11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების, კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას და პოლიტიკური ჯგუფის წევრების შეხვედრა გაიმართება საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი კაკაურიძესთან.

ოთახი N308 (A კორპუსი, III სართული)

11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წევრებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეაქვთ საჩივარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ მედიაციის შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობის მიუღებლობის გამო.

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის წევრები ადგილზე გამართავენ პრესკონფერენციას.

მის: წერეთლის გამზ.#144

11 ოქტომბერს, 12:30 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას სასულიერო პირების მოსმენების საქმეზე.

მის: ი. აბაშიძის 12ბ (სოციალური სამართლიანობის ცენტრის ოფისი)

საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა, 593 73 75 03

11 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

11 ოქტომბერს, 13:30 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

11 ოქტომბერს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ გოგონების საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებას გამართავს.

მის,: ჭოველიძის #7, კაფე „ლოლიტას“ მე-3 სართული, საკონფერენციო სივრცე.

11 ოქტომბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 ოქტომბერს, 16:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11 ოქტომბერი, 18:00 საათზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან, ახალციხის თოჯინებისა პროფესიულ სახელმწიფო თეატრთან თანამშრომლობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, სპექტაკლის ჩვენება „ესმამ დაქოქა მანქანა“ გაიმართება.

მის: თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი, აღმაშენებლის გამზირი #136.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა