თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იქნას აღიარებული.

ორგანიზატორების განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს. მათივე თქმით, მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ!

დღევანდელი აქციის ორგანიზატორის, ახალგაზრდული ორგანიზაცია “სვიტანოკის” დამფუძნებლის, კოზაკ კატერენას განცხადებით, რუსეთს არ სურს უკრაინის ტერიტორიები. რუსეთს სურს, რომ უკრაინაში იყოს ომი, შიშში და ამასთან მსოფლიოს აჩვენონ რომ შემდეგში შეიძლება იყვნენ ისინი.

“ეს აქცია სპონტანურად დაიგეგმა. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიყოთ სახლებში იმ საშინელი ამბების შემდეგ, რაც დღეს კიევში და უკრაინის რამდენიმე ქალაქში მოხდა. ალბათ, ყველაზე საშინელი ინფორმაცია იყო რაც 24 თებერვლის შემდეგ გავიგეთ. მთელი დღე სტრესში ვიყავით, რადგან მთელი დღე ვერ ვეკონტაქტებოდი ჩემს ახლობლებს. მათ არ ჰქონდათ, არც ელექტროენერგია, არც ინტერნეტი. ჩემი მეგობრები მაჩვენებდნენ დაბომბილ სადარბაზოებს. საბავშო მოედანი როგორ შეიძლება იყოს სტრატეგიული ობიექტი? აქცია არის იმისათვის, რომ ვაჩვენოთ რუსეთს არ სურს ტერიტორიების მიღება. რუსეთს სურს, რომ უკრაინაში იყოს ომი, შიში და ამასთან მსოფლიოს აჩვენოს, რომ შემდეგში შეიძლება იყვნენ ისინი.

ჩვენს აქციას მხარი დაუჭირა 10-მდე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, რომლებიც თავიდანვე მხარს გვიჭერდნენ. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ. რუსეთი სინამდვილეში არის ტერორისტული სახელმწიფო. კონგრესმა ტყუილად არ მიიღო კანონმდებლობა, რომ რუსეთი აღიარონ ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომელიც აფინანსებს ტერორიზმს”,- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები.

უკრაინის მხარდამჭერ აქციას უერთდებიან საქართველოში პოლიტიკური პარტიები, რომელთა შორის არიან "ევროპული საქართველო" "სტრატეგია აღმაშენებილი", მოძრაობა "სირცხვილია".

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა