„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 11 ოქტომბერს, 09:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ყვარლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. მათი განმარტებით, მიზეზი რუსთავი-თელავი-ჟინვალის მ/გ-ის ყვარლის განშტოებაზე დაგეგმილი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 11 ოქტომბერს რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 11 ოქტომბერს, 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ყვარლის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კრეძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება ქალაქ ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: მთისძირი, ახალსოფელი, სარუსო, საცხენე, ჩანთლისყურე, თივი, ჭიკაანი, გავაზი, კუჭატანი, სანავარდო, შილდა, წიწკაანთსერი, ენისელი, საბუე, ალმაატი, გრძელჭალა, გრემი, შაქრიაანი, ზინობიაანი, თხილისწყარო.

ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო