Vogue მკითხველს შემოდგომაზე საქართველოში მოგზაურობას და ღვინის დაგემოვნებას ურჩევს

„12 აღმოუჩენელი ღვინის რეგიონი, რომელსაც ამ შემოდგომას უნდა ეწვიოთ“, - ამ სათაურით ცნობილი მოდის ჟურნალი Vogue სტატიას აქვეყნებს, სადაც საერთაშორისო ექსპერტები ღვინის ტურიზმის მიმართულებებს ასახელებენ. სიაში მოხვდა საქართველოც. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ესპანეთის, იტალიის, მექსიკის, ამერიკის შეერთებული შტატების, შვეიცარიის, საფრანგეთისა და არგენტინის რეგიონებთან ერთად შიდა ქართლი ერთ-ერთ საუკეთესო ღვინის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

„რადგანაც მსოფლიოში, საქართველო უძველესი, მუდმივად მწარმოებელი ღვინის ქვეყანაა, კიდევ უფრო მეტად უნდა ჩანდეს. მაგრამ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არის ეს ქვეყანა ჯერ კიდევ უცნობი.

საქართველო, ათწლეულები, საბჭოთა მმართველობის ქვეშ იყო. ღვინის კულტურაზე ამან დიდი დარტყმა მოახდინა. წარმოებაში მხოლოდ ყურძნის 4 ჯიში იყო დაშვებული, მაშინ როდესაც საქართველოში 500-ზე მეტი ჯიშია. დანარჩენებს საიდუმლოდ ინახავდნენ,“ - აცხადებს ნატურალური ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტი და ავტორი, რეიჩელ საინერი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, ქართული ღვინის კულტურა ხელახლა აღმოაჩინეს და ის მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა.

როგორც რეიჩელ საინერი ამბობს, შიდა ქართლში სტუმრობა თბილისიდან ადვილია. აქ თქვენ საათზე ნაკლებ დროში აღმოჩნდებით. შეგიძლიათ ეწვიოთ ღვინის მარნებს, სადაც ღვინო ბუნებრივი წესებით მზადდება.

როგორც საინერი ამბობს, ქართული ღვინო მიწისქვეშა ამფორაშია მოთავსებული და მას ქვევრს ეძახიან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო