ადვოკატის განცხადებით, ბიზნესმენ მარნელ მეტონიძის მანქანის აფეთქების ფაქტის „ლაგუნა ვერეს“ საქმესთან დაკავშირება ამ ეტაპზე საფუძველს მოკლებულია

ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენ, მარნელ მეტონიძის მანქანის აფეთქების ფაქტის „ლაგუნა ვერეს“ საქმესთან დაკავშირება ამ ეტაპზე საფუძველს მოკლებულია.

მისივე თქმით, მეტონიძის კუთვნილი ავტომობილის აფეთქების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური აბსოლუტურად ყველა კუთხით მუშაობს და გამოძიების შედეგებს ველოდებით. უნდა დადგინდეს, კრიმინალთან გვაქვს საქმე, თუ აღნიშნული გარემოება რას ემსახურება.

„ლაგუნა ვერეს“ საქმეში დაზარალებულია. ის იმ ინციდენტის დროს დაჭრილი იყო. შესაბამისად, დღევანდელ ინციდენტთან კავშირის და პარალელის გავლება ცოტა წინასწარ ნათქვამი იქნება, ისეთი, რომ ამ ეტაპზე საფუძველს მოკლებულია,“ - განაცხადა თამარ აბესაძემ.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, საცხოვრებელი კორპუსის „ქინგ დევიდის“ ავტოსადგომზე მოხდა, როდესაც ავტომობილში არავინ იჯდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, 3 აპრილს, თბილისში, „ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გაისროლა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა.დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქმეზე 8 პირია დაკავებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს