„საქართველოს ბანკის“, „ჯეოქეისისა“ და „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია გაიმართა

„საქართველოს ბანკის“, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისისა“ და მედია პლატფორმა „კომერსანტის“ ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დისკუსიის მთავარი თემა „ეკონომიკური დიპლომატია“ იყო.

დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა მიიღეს.

დისკუსიას მოდერაცია „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, „კომერსანტის“ მმართველმა პარტნიორმა, გიორგი აბაშიშვილმა გაუწია.

დისკუსიაზე ყურადღება ეკონომიკურ დიპლომატიაზე გამახვილდა, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტზე. ასევე, საუბარი ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობას შეეხო, ხაზი გაესვა სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობას, რეგიონულ სატრანსპორტო დერეფნების კონფიგურაციასა და ახალ პერსპექტივებს. განხილული იყო აშშ-თან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი და თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები.

„მსურს ხაზი გავუსვა ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტებში, ევროკავშირის ერთიან ბაზართან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას, რომელიც ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობა, სადაც ინვესტიციებთან და ვაჭრობის ხელშეწყობასთან ერთად, წარმატებით ვთანამშრომლობთ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით. დასავლურ ბაზრებთან ერთად აზიისა და ყურის ქვეყნების ბაზრებთან აქტიურად ვმუშაობთ, რადგან ვთლით, რომ ამ კუთხით, როგორც ახლო აღმოსავლეთის, ისე იაპონიის, ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი არსებობს“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

„ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორის, კომერსანტის მმართველი პარტნიორის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, მხარეები დისკუსიის დროს განხილული თემების შემდგომ განვრცობაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

“ვფიქრობ, დისკუსიის მთავარი მიზანი სრულად მიღწეულია, ვინაიდან სპიკერებმა ეკონომიკური დიპლომატიის გარშემო არსებულ ყველა აქტუალურ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიის დროს იყო წინადადებები, კონკრეტული მოსაზრებები და რეკომენდაციები ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის სპიკერებისგან. დისკუსიის დროს განხილული თემების შემდგომ განვრცობაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე შევთანხდით. აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერილი იქნა ფორმატი და დისკუსიების გაგრძელებასა და შემდგომ ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით მზაობა გამოითქვა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო