ნარკოლოგ გური მენაბდიშვილის განცხადებით, თუ ე.წ კლუბურ ნარკოტიკებში ფენტანილი აღმოჩნდება, ეს პრობლემას წარმოადგენს და მოხმარების შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს

ექსპერტის და ნარკოლოგის, გური მენაბდიშვილის ინფორმაციით, თუ ე.წ კლუბურ ნარკოტიკებში ფენტანილი აღმოჩნდება, ეს პრობლემას წარმოადგენს და მოხმარების შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს.

აღნიშნულით ნარკოლოგი სათემო ორგანიზაციის, „მანდალას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 5 დღეში რამდენიმე ათეული MDMA შეამოწმეს და ყველა ნიმუში შეიცავდა ფენტანილს.

როგორც გური მენაბდიშვილი აღნიშნავს, ფენტანილი არის რამდენიმე ათეულჯერ ძლიერი ვიდრე ჰეროინი და კიდევ უფრო ძლიერი ვიდრე მორფინი.

„საუბარია, რომ ე.წ კლუბურ ნარკოტიკში - მეტამფეტამინში, ამფეტამინსა და ექსტაზის შემცველობაში არის ფენტანილის შემცველობა. კვლევების თანახმად, კლუბებში მოხდა ნარკოტიკული საშუალებების გამოკვლევა. აქ იყო MDMA-ს, ექსტაზის გამოკვლევა.

თუ მართლაც ისეა, რომ ნებისმიერ ნარკოტიკშია ფენტანილის შემცველობა, ეს პრობლემაა. ფენტანილი არის რამდენიმე ათეულჯერ ძლიერი ვიდრე ჰეროინი და კიდევ უფრო ძლიერი ვიდრე მორფინი.

გარდა ამისა, ფენტანილის ჯგუფში, გარდა ფენტანილისა, კიდევ შედის სხვადასხვა ფენტანილის ისეთი სახეობა, რომელიც კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ფენტანილი. ანუ, ჯამში შეგვიძლია ვიანგარიშოთ, რომ თუ კარფენტანილის შემცველობაა შიგნით, მორფინზე ათიათასჯერ ძლიერ პრეპარატზე გვაქვს საქმე.

ეს არის გავრცელებული ინფორმაცია, ჩვენ არ ვიცით ექსპერტიზის დასკვნა. ამით თავს არ ვიმშვიდებ, თუ ნამდვილად არის ფენტანილის შემცველობა, რა თქმა უნდა, დიდი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ ყველას, ეს შეიძლება სავალალო შედეგით დასრულდეს“, - აღნიშნავს გური მენაბდიშვილი.

ამასთან, როგორც ის განმარტავს, 2019 წლის კვლევის თანახმად, დაახლოებით 3%-ით არის შემცირებული „კლუბური ნარკოტიკების“ ხელმისაწვდომობა. ამასთან დასძენს, რომ 15-16 წლის ასაკის მოსწავლეებში მარიხუანის მოხმარება 3%-ით არის გაზრდილი.

„ბოლო კვლევა 2019 წელს იყო ჩატარებული. მითითებულია, რომ დაახლოებით 3%-ით არის შემცირებული „კლუბური ნარკოტიკების“ ხელმისაწვდომობა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ეს სიმშვიდის მომცემია, მაგრამ ხელმისაწვდომობა შემცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ნარკოდამოკიდებული გვყავს ამ ქვეყანაში.

2019 წლის კვლევის შედეგად, 280 სკოლის 3000-მდე მოსწავლე გამოიკვლიეს და ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების ფაქტი, როგორც გოგოებში, ისე ბიჭებში რამდენიმე პროცენტით დაწეულია. ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული საშუალებებზე ხელმისაწვდომობა პროცენტულად დაწეულია 2015 წელთან შედარებით. რაც შეეხება მარიხუანას, კვლევას თუ დავეყრდნობით, დაახლოებით 3%-ით არის გაზრდილი 15-16 წლის ასაკში მოხმარება როგორც გოგოებში, ისე ბიჭებში. მნიშვნელოვანია, რომ აქ კითხვარი შემდეგნაირად იყო: ცხოვრებაში ერთხელ გაუსინჯავს მარიხუანა? ბოლო 30 დღის განმავლობაში გაუსინჯავს მარიხუანა? “,- აღნიშნავს ნარკოლოგი „მედიაცენტრ მთავარში“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო