კლინიკა „ნიუმედი“ პაციენტს ხუთ ოფთალმოლოგიურ კვლევას 40 ლარად ჩაუტარებს

კლინიკა „ნიუმედის“ ოფთალმოლოგის ლიკა გურგენიძის ინფორმაციით, ოფთალმოლოგიური განყოფილება იძლევა საშუალებას თანამედროვე აპარატურით ჩაიტაროთ მხედველობის ორგანოს ისეთი კვლევები, როგორცაა ვიზიომეტრია, რეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, ბიომიკროსკოპია, ოფთალმოსკოპია.

„ნიუმედის” ინფორმაციით, აღნიშნულ კვლევებს, აქციის ფარგლებში, პირველადი პაციენტები შეძლებენ ჩაიტარონ 40 ლარად.

„ოფთალმოლოგი ლიკა გურგენიძე ურჩევს მოსახლეობას ზაფხულის პირობებში განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ და ჩივილების გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ოფთალმოლოგს, რათა თავიდან აიცილონ გართულებები. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის მოქმედებით ხშირად ვითარდება ალერგიული კონიუქტივიტი და მშრალი თვალის სინდრომი. დამახასიათებელი ჩივილებია: წვა, ქავილი, ცრემლდენა, სიწითლე. ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება იწვევს თვალის შიდა ოპტიკური არეების დაზიანებას, ხელს უწყობს კატარაქტის განვითარებას და სხვა. ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში რეკომენდირებულია მზის დამცავი სათვალეების მოხმარება.

გავუფრთხილდეთ თვალის ჩინს !

სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის მასშტაბით

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2 14 14 10

ან გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ონლაინ:

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს http://www.newmed.ge/?page_id=426.“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო