ანონსი 12  ოქტომბერი

ანონსი  12  ოქტომბერი

12 ოქტომბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ არბიტრაჟის საერთაშორისო კონფერენცია დაიწყება, რომელსაც 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრი, მოსამართლე, იურისტი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი დაესწრება.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სუქნიძე და USAID-ის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი გახსნის.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო: მერი მახარაშვილი - 599 500 137

12 ოქტომბერს, 09:30 საათზე, თბილისში, ევროპის საბჭოს ორდღიანი რეგიონული კონფერენცია „მედია ომის დროს“ გაიმართება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.37 (სასტუმრო „პულმან აქსის თაუერსი“)

საკონტაქტო: თამარ კობახიძე - 599 52 50 30

12 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ ოფისში, სამოქალაქო აქტივისტების შეკრება გაიმართება.

თემა: მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ გაცემული სამშენებლო ნებართვა და სავარაუდო კორუფციული ინტერესები.

მის: ფერისცვალების ქ.20/22

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 14 81 18

12 ოქტომბერს, 11:00 საათზე, თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო: თაკო მექვაბიშვილი - 555 38 22 04

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანებული ოპოზიციის - „ძალა ერთობაშიას“ წევრები ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილე, გიორგი კაკაურიძეს შეხვდებიან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პარტია „მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 ოქტომბერს, 13:00 საათეზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის" წევრი, ჰერმან საბო ბრიფინგს გამართავს.

საქართველოს პარლამენტი, B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

12 ოქტომბერს, 14:30 საათზე, საქპატენტის დაარსებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სასტუმრო „ბილტმორში“ საერთაშორისო კონფერენცია - „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“ გაიმართება, რომელსაც გახსნის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი, დარენ ტანგი.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მანანა ფრუიძე.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 29

საკონტაქტო: მარიკა ლაცაბიძე - 599 72 88 01

12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამართავს ზეპირ მოსმენას, „ბავშვთა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების პროცესის საპარლამენტო კონტროლის (PLS) თაობაზე, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

12 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში, „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაცია „საქართველო მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის“ თავმჯდომარე, ნიკოლოზ პატარქალიშვილი, საქართველოს სახალხო დიპლომატიის ცენტრ „პერსონას“ ვიცე-პრეზიდენტი გია სულაქველიძე, ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ძოძუაშვილი და მოქანდაკე მერაბ გაგლოევი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: 26 ოქტომბერსა და 6 ნოემბერს შორის, საქართველოში განსახორციელებელი საქართველო-არგენტინის, საქართველო-ბრაზილიისა და საქართველო-ურუგვაის სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებები.

მის: გუდიაშვილის ქ. N7

საკონტაქტო: ნიკოლოზ პატარქალიშვილი - 599 23 55 20; 555 90 32 48.

12 ოქტომბერს, 19:30 საათზე, 30-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის „შავნაბადა“ და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი ჩატარდება.