მარიამ ქვრივიშვილმა თურქული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა თურქული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„თურქეთის ავიახაზებისა“ და „პეგასუსის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მიმართულებით ავიარეისების ოთხივე სეზონზე შესრულებას შეეხო. გამოითქვა მზაობა, ზამთრის სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირება კვირაში 5 სიხშირით გაგრძელდეს, რაც აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ავიაკომპანია „პეგასუსი“ საქართველოს მიმართულებით ანკარიდან ფრენებს იწყებს და პირველი ავიარეისი 2 ნოემბერს შესრულდება.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით „თურქეთის ავიახაზებისა“ და ავიაკომპანია „პეგასუსის“ მიერ შესაძლო ავიარეისების დანიშვნის საკითხს შეეხო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა