ოთარ შამუგია, რომში, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისში გამართულ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სესიაზე, რომელსაც მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა, განხილვის მთავარი თემა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია, სასურსათო უსაფრთხოების და კვებითი ღირებულების მხრივ არსებული სიტუაციის განხილვა იყო.

უწყების ცნობით, ოთარ შამუგიამ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება სასურსათო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე და გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე ყველა სახელმწიფო პროექტი და პროგრამა მიზნად ისახავს, ქვეყანაში შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი და წარმოების დინამიკა იყოს მზარდი.

„ვმუშაობთ, რომ პროდუქციის რეალიზაცია მოხდეს როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ფერმერებსა და მეწარმეებს სახელმწიფო აძლევს იაფ ფინანსურ რესურსს, მათთვის ხელმისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ახალი ტექნოლოგიები; სახელმწიფო ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას. მხარს ვუჭერთ ფერმერებსა და აგრომეწარმეებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იყო ჩართული FAO-ს მიერ ორგანიზებული სასურსათო სისტემების ეროვნული დიალოგების ჩატარების პროცესში, მომზადდა შესაბამისი ანგარიში, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წარედგინა.

ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერისთვის.

სესიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია