პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მეორე მენტორინგის პროგრამა დაიწყო

საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე, მეორე მენტორინგის პროგრამა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს პროექტის წარმომადგენლებმა გახსნეს.

პროგრამის დაწყებას წინ უძღოდა ტრენინგი ქალაქ ბუდაპეშტში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პროკურატურიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობის გამოცდილების მქონე 5-მა სპეციალიზებულმა პროკურორმა სიღრმისეული გადამზადება გაიარა. გადამზადებული პროკურორები ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე, მენტორობას სპეციალიზებულ პროკურორებს გაუწევენ.

მენტორინგის პროგრამა 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის თემაზე მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.

მენტორინგის პროგრამის გახსნა,საქართველოს პროკურატურის საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის პრევენციაა.

პროკურორთა შესაძლებლობების გაძლიერება და გენდერულად სენსიტიურ თემებზე კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

#არაფემიციდს

#მკვლელობაისჯებამკაცრად

#შეაჩერეფემიციდი

#სიყვარულიარკლავს

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს