ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება

სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული თურქეთის „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის საბჭოში“ (DEIK) შემავალი თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და თურქეთ შორის ტურიზმის სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი თინათინ ზოიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერიან გვალია.

11 ოქტომბერს ქალაქ სტამბოლში ტურიზმის სფეროში საქართველო- თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის სამთავრობო დელეგაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდა.

სამუშაო შეხვედრა თურქეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და თანაორგანიზებით გაიმართა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა