„საქართველოს ბანკის“ ციფრულ პლატფორმას - bogpay.ge-ს ახალი ფუნქციონალი დაემატა

„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ახალი პროდუქტებისა თუ სერვისების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს - ამჯერად ბანკმა მომხმარებლისთვის ახალი ფუნქციონალი დაამატა. კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ ციფრული პლატფორმის - bogpay.ge-ის მეშვეობით, სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის ანგარიშზე მომენტალურად ასახვა უკვე შესაძლებელია. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხმარებელი თანხის გამოყენებას ჩარიცხვისთანავე შეძლებს.

„მოხარულები ვართ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დავნერგოთ, რაც bogpay.ge-ის მეშვეობით სხვა ქართული ბანკის ბარათიდან გადმორიცხული თანხის მომენტალურად ასახვის შესაძლებლობას გულისხმობს. ჩვენ მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვას აქტიურად განვაგრძობთ. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, პლატფორმას კიდევ არაერთი სიახლე დავამატოთ“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ბანკის ინფორმაციით, bogpay.ge „საქართველოს ბანკის“ ციფრულ პლატფორმას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, უსაფრთხოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციის განხორციელება, თანაც ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე. ციფრული პლატფორმის ერთ-ერთი უპირატესობა მისი სიმარტივე, მოქნილობა, სანდოობა და უსაფრთხოებაა. bogpay.ge-ზე სხვადასხვა კატეგორიიდან 400-მდე სერვისი უკვე ხელმისაწვდომია.

ამ ეტაპზე სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ვებგვერდის საშუალებით, მოგვიანებით კი აპლიკაცია iOS და Android სისტემებზე დაემატება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო