იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პოლიტიკურ წარმომადგენელს ევროპისა და აზიის საკითხებში მარკ სიმაკოვსკის შეხვდა

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პოლიტიკურ წარმომადგენელს ევროპისა და აზიის საკითხებში მარკ სიმაკოვსკის შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს და პროგრამას ახორციელებს.

მათივე ცნობით, ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერა მიზნად ისახავს ქვეყანაში შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი და წარმოების დინამიკა იყოს სტაბილურად მზარდი. აღნიშნულის პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით.

ოთარ შამუგიამ რეგიონში არსებული ვითარების სასურსათო უსაფრთხოებაზე ზეგავლენის საკითხებზეც ისაუბრა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქტიური თანამშრომლობისთვის და ყველა იმ პროექტისთვის, რომელსაც საქართველოში ახორციელებს ქართული კონკურენტუნარიანი პროდუქციის შესაქმნელად.

„აქტიურად გავაგრძელებთ პარტნიორებთან თანამშრომლობას, რომ აგრარულ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნის გაღრმავება მოხდეს, რაც ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიან ქართულ აგროსასურსათო პროდუქტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანს - ევროინტეგრაციისკენ გზას წარმატებით გავივლით”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პოლიტიკურ წარმომადგენელმა ევროპისა და აზიის საკითხებში, მარკ სიმაკოვსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ USAID-ისთვის მნიშვნელოვანია ის მიმდინარე პროექტები, რომელიც საქართველოში სოფლის განვითარებას და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება და, ამავდროულად, ცნობილია ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას, მათ შორის, რეგიონში არსებული სიტუაცია და ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. მარკ სიმაკოვსკიმ მსოფლიოში არსებული სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის დასაძლევად კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. USAID-ის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ USAID გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერას და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პოლიტიკურ წარმომადგენელთან ევროპისა და აზიის საკითხებში მარკ სიმაკოვსკისთან ოთარ შამუგიას შეხვედრა რომში გამართული მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიის ფარგლებში შედგა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე სურგულაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა