საბურთალოს რაიონში, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

სოფელ დიღომში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 3 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

„აღნიშნულ ქუჩაზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების სისტემა მოაწყო. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

გასულ წელს, სოფელ დიღომში სამი ქუჩა - კვირაცხოვლის, ვაჟა-ფშაველასა და მამუჩაშვილის ქუჩები მოასფალტდა. მაჭავარიანის ქუჩის დასრულების შემდეგ კი, სრულდება პროექტი, რომელიც იმ ქუჩების კეთილმოწყობას მოიცავდა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება.

მაჭავარიანის ქუჩის პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 261 514 ლარია გამოყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო