„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

«საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, 15 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ახტალის პარკში, გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდება, რომელიც 30 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, ღონისძიება ქართული ღვინის დღეების ფარგლებში გაიმართება.

„ფესტივალზე 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა თუ სხვა სასმელებს გააერთიანებს, სადაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები იქნება წარმოდგენილი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში იმართება და საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition ოფიციალური პარტნიორია.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რომელსაც 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია. წელს ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ასეთი აქტიურობა ჩვენთვის, როგორც ღონისძიების ორგანიზატორებისთვის, ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წელს ფესტივალი ღვინის და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა და International Wine & Spirit Competition-ის გუნდი 13 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით ლონდონიდან გურჯაანში ჩამოვა და ჩაატარებს ღვინის კონკურსს ქართველებისთვის, ხოლო გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება 15 ოქტომბერს, ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო, ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით, სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნება“, - აღნიშნეს ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა.

„მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ მსგავს საინტერესო წამოწყებას, რადგან გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოსულ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს კიდევ უფრო განსხვავებული კუთხით დაანახებს ქართული ღვინის ისტორიასა და ქართულ კულტურულ ღირებულებებს. ღონისძიებაზე ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ ქართულ სამზარეულოს, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო. ასევე, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში. ქვეყანაში მსგავსი ფესტივალების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ჩვენი ერთერთი უცვლელი პრიორიტეტიც სწორედ ბიზნესის ხელშეწყობაა, განსაკუთრებით კი რეგიონებში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა