საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავტოდაზღვევის ზარალის პროპორციულ ანაზღაურებას განმარტავს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის მთავარი მენეჯერის ირაკლი ჯინჭარაძის ინფორმაციით, კომპანია დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს. ინფორმაციას სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

ირაკლი ჯინჭარაძის განცხადებით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის რა არის „პროპორცია“, ამიტომ ეს რომ მოულოდნელ სიურპრიზად არ იქცეს, ჩვენი წარმომადგენლები ყოველთვის დეტალურად განუმარტავენ მომხმარებელს ზარალის პროპორციული ანაზღაურების არსს.

„პროპორციული ანაზღაურება გამოიყენება მაშინ, როდესაც ავტომობილი დაზღვეულია მის საბაზრო ფასზე ნაკლებად. მაგალითად, თქვენი ავტომობილის ფასი არის 10 000 აშშ დოლარი, მაგრამ თვქენ განაცხადში სადაზღვევო თანხად მიუთითეთ 5 000 აშშ დოლარი. ბუნებრივია, ამ დროს თქვენი სადაზღვევო პრემია (ანუ გადასახდელი) განახევრდება, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ასანაზღაურებელი თანხაც იქნება შეფასებული ზიანის 50%-ით.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ნორმა კანონმდებლობითაა დადგენილი და ყველა სადაზღვეოში ერთნაირად მოქმედებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სადაზღვეოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებ გვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფში წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 2 244 111; 2 211 444 ან ონლაინ შეავსოთ განაცხადი შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://igg.ge/statement.

ამის შემდგომ ინდივიდუალურ რეჟიმში მომაგრებული მენეჯერი თქვენ განკარგულებაში იქნება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო