უკრაინელი აქტივისტები, მსოფლიო კამპანიის - #DefndingUkraine“ ფარგლებში, დემონსტრაციებს გამართავენ

უკრაინელები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიო კამპანიის - #DefendingUkraine-ის ფარგლებში, 14-16 ოქტომბერს დემონსტრაციებს გამართავენ, რომელიც უკრაინის დამცველთა დღეს ეძღვნება და ყოველწლიურად, 14 ოქტომბერს აღინიშნება.

აქციის მონაწილეები გეგმავენ თავიანთ ქალაქებში არსებული ძეგლების, შენობების, ნაგებობების გარშემო „თავდაცვის წრეების“ მოწყობას, იმის ნიშნად, რომ იცავენ იმას, რაც წრის შიგნითაა (თავისუფლების, დემოკრატიის ან თავისუფლების სიმბოლოს), რათა ამ გზით მხატვრულად აჩვენონ, თუ როგორ იცავენ მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები ფრონტის წინა ხაზზე მთელი ცივილიზებული სამყაროს ღირებულებებს.

დღეს უკრაინა არის „ევროპის ფარი“ და მთელი ცივილიზებული სამყაროს ფარი. ჩვენი სახელმწიფო და მისი ჯარისკაცები აწარმოებენ ომს რუსი აგრესორის წინააღმდეგ და იცავენ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მთელ ევროპას, აშშ-სა და ყველა დემოკრატიულ ქვეყანას ტირანიისა და დიქტატურის დამპყრობელი ძალების თავდასხმისგან. უკრაინელი დამცველები დღეს განასახიერებენ მრავალი თაობის ჯარისკაცების გმირობასა და გამბედაობას, სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებს - ყველას, ვინც საუკუნეების მანძილზე იცავს თავისუფლების იდეალებს, იცავს სახელმწიფოებრიობას და იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. თანამედროვე რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელსაც მხოლოდ ძალის ენა ესმის. მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის არმიის გამარჯვებით უკრაინის ბრძოლის ველზე და თანამედროვე დასავლური იარაღის დახმარებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერისა და გვერდში დგომის გაგრძელება მის გამარჯვებამდე.

14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, თბილისში მცხოვრები უკრაინელებიც გამართავენ აქციას, რომლებიც შეუერთდებიან მსოფლიო კამპანიას #DefndingUkraine.

ორგანიზატორები იწვევენ მედიის წარმომადგენლებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, თბილისში მყოფ უკრაინელებს, ისევე როგორც ყველა ქართველს, ვინც შეშფოთებულია უკრაინის რუსეთთან ომით.

ამ პროექტის თანამშრომლები არიან უკრაინელი აქტივისტები საქართველოში.

ღონისძიების კოორდინატორი თბილისში: Mykhailo Ulianin +995595896024 ან +380937431734 (Telegram, WhatsApp, Viber).

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო