კლინიკა „ნიუმედში“ რეგისტრირებული პაციენტი სტომატოლოგის კონსულტაციას უფასოდ მიიღებს

კლინიკა „ნიუმედში“ რეგისტრირებული პაციენტი სტომატოლოგის, მათ შორის, ორთოპედის, ორთოდონტის, იმპლანტოლოგის კონსულტაციას უფასოდ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

კლინიკა „ნიუმედის“ სტომატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელის, მარიამ კიკალეიშვილის განცხადებით, კლინიკაში ყველა სახის სტომატოლოგიური მომსახურების მიღება არის შესაძლებელი.

მისივე თქმით, კლინიკაში უახლესი, ინოვაციური, თვითლიგირებადი ბრეკეტ-სისტემით მკურნალობა დაინერგა, რომელიც კბილების გასწორებას უმოკლეს დროში, ნაკლები დისკომფორტით უზრუნველყოფს.

„სტომატოლოგიური მომსახურება უახლესი აპარატურით და თანამედროვე მეთოდებით ხორციელდება. ასევე, საუკეთესო ხარისხის მასალები გამოიყენება.

სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის მასშტაბით.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2 14 14 10, ან წინასწარი რეგისტრაცია ონლაინ გაიარეთ. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://www.newmed.ge/?page_id=426“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო