რომეო მიქაუტაძემ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრთა სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ქალაქ პრაღაში გამართულ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტების სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ენერგეტიკის სფეროში კონტინენტზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხებოდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე ევროპასა და აზიას შორის და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა უკავია საიმისოდ, რომ წარმატებით შეასრულოს ენერგეტიკული ხიდის ფუნქცია და ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელის პროექტი, რომლითაც საქართველო და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონი შეძლებს დაუკავშირდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემას. რომეო მიქაუტაძის განცხადებით, 1195 კმ სიგრძის კაბელი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოქსელებს დააკავშირებს ერთმანეთს, შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს ამ ინფრასტრუქტურის მეშვეობით სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებსაც დაუკავშირდეს. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამჟამად პროექტის ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.

რომეო მიქაუტაძემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყნის შესაძლებლობებზე ენერგეტიკული რესურსების ევროპაში ტრანსპორტირების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს მიზანია, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად გაამყაროს საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია და ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მეშვეობით ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. მინისტრის მოადგილემ დაასახელა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა მეშვეობითაც ევროპას კასპიის ზღვის რეგიონის ენერგეტიკული რესურსები უწყვეტად მიეწოდება.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე