ნიკა მელია ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე - არ მინდა ტრაგიკული შემთხვევა გამოვიყენო და ამას პოლიტიკური ქულების დაწერის ელფერი ჰქონდეს - კახა კალაძე კორუფციის პერსონიფიკაციაა

კახა კალაძე კორუფციის პერსონიფიკაციაა - იქ სადაც კორუფციაა, არა მხოლოდ უსაფრთხოების ნორმები არაა დაცული, არამედ შესრულებული სამუშაოები ხშირად ელემენტარულ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ვაკის პარკში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა.

ნიკა მელიას თქმით, თბილისის მერია თავიდან ბოლომდე კორუფციაშია ჩართული.

„არ მინდა ვთქვა, რის თაობაზეც ბოლომდე არ ვარ ინფორმირებული, მაგრამ დაშვებას გავაკეთებ მარტივს, რაც პროგნოზირებადია, ვინაიდან ეს ეხება კალაძის მერიას. კალაძის მერია არის თავიდან ბოლომდე კორუფციაში ჩართული. იქ სადაც კორუფციაა, არა მხოლოდ უსაფრთხოების ნორმები არაა დაცული, არამედ შესრულებული სამუშაოები ხშირად ელემენტარულ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. არ მინდა ტრაგიკული შემთხვევა გამოვიყენო და პოლიტიკური ქულების დაწერის ელფერი ჰქონდეს ამას.

კახა კალაძე კორუფციის პერსონიფიკაციაა, კორუფციის დეფინიციაა თუ არ იცის რომელიმე ბავშვმა და გინდა აუხსნა, ბატონ კალაძეს გავაცნობდი და ყველა კითხავზე პასუხი იქნებოდა გაცემული. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვლინდება ბევრ პრობლემაში თბილისში. დაწყებული ამ ფაქტიდან, გაგრძელებული ჩაჭედილი საცობებით, რომლესაც ხსნა არ უწერია“,- განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა. მისი დახმარება ორმა მეგობარმა სცადა, თუმცა ისინიც დაშავდნენ.

დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს