ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, უკვე სახლში გაეწერა

ერთ-ერთი მოზარდი, რომელიც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, უკვე სახლში გაეწერა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად კიდევ ერთი ბავშვი იმყოფება, რომლის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„ჩვენ კლინიკაში ორი მოზარდი მოიყვანეს, ერთს საერთოდ არაფერი სჭირდა და სახლში გავუშვით. ერთი პაციენტი დარჩა კრიტიკული მედიცინის ცენტრში, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადეს კლინიკაში.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო