ასლან ბჟანიამ ოკუპირებულ აფხაზეთში სამობილიზაციო მზადყოფნის გაძლიერების ბრძანება გასცა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ „ტერიტორიული თავდაცვის შტაბის“ სხდომაზე გასცა ბრძანება უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად სამობილიზაციო მზადყოფნის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

„შეხვედრისას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, რომ ძირითადი ძალისხმევა სამობილიზაციო მზადყოფნის სათანადო დონეზე შენარჩუნებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფაზე იყოს მიმართული“, - აცხადებენ ბჟანიას ე.წ. პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო-პოლიტიკური ვითარება და მოისმინეს მოხსენებები სამობილიზაციო მომზადების გაუმჯობესების პრაქტიკულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო