„სტრატეგია აღმაშენებელი“ - დაუყოვნებლივ გადადგეს ქალაქის მერი კახა კალაძე!

“სტრატეგია აღმაშენებელი” ვაკის პარკში მომხდარი ფაქტის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პასუხისმგებლობა თბილისის მერიას ეკისრება და ამის შედეგად დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

“უდიდესი ტრაგედია მოხდა დღეს. 13 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა ქალაქში არსებულ კორუფციას, უსისტემობას, არაკომპეტენტურობას და ქაოსს. წლობით გაწელილი საგზაო-სარემონტო სამუშაოები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საცობები, პარკინგის პრობლემები, ქაოტური მშენებლობა - ყველაფერი ეს არის მერი კალაძის და მისი გუნდის არაკომპეტენტურობის და კორუფციაში ჩართულობის შედეგი.

მომხდარ ტრაგედიაზე ყველანაირი პასუხისმგებლობა - პოლიტიკური, ადამიანური, მორალური, იურიდიული ეკისრება მერიას და პირადად კახა კალაძეს. რადგან ქალაქის მერიაა, როგორც სამუშაოების დამკვეთი, ასევე ის ორგანო, რომელმაც ჩაიბარა ობიექტი და პასუხისმგებელია შადრევნის გამართულ მუშაობაზე, ისევე როგორც რეკრეაციულ სივრცეებში მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოვითხოვთ მერი კალაძისგან, რომ არ გაექცეს პასუხისმგებლობას და დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან!” - აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს