ნიკოლოზ ხატიაშვილი - აშშ-ს ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოზე გაკეთებული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ კავშირებს

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ნიკოლოზ ხატიაშვილი აშშ-ს ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოზე გაკეთებულ ჩანაწერს აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ კავშირებსა და ნათლად ასახავს საქართველოს დიდ როლს აშშ-ს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ნიკოლოზ ხატიაშვილის განმარტებით, აშშ-ს ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ადასტურებს, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს და ამისთვის გამოთქვამს მზაობას, დაეხმაროს მას.

„საყურადღებოა, რომ სტრატეგიაში, ასევე, საუბარია სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტის გადაჭრის მნიშვნელობაზეც და ამ პროცესში აშშ-ს დიპლომატიურ ჩართულობაზე.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მოიცავს არაერთი რეფორმის განხორციელების ვალდებულებას, რომელთა შესრულებაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს მომავალ წევრობასთან. ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორობის დახმარება, რადგან მათ აქვთ რესურსი, რომელიც დაგვეხმარება ინსტიტუტების გაძლიერების, ევროკავშირთან მათი სტანდარტების დაახლოების და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების დაჩქარებაში. ამ პროცესში ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა დადებით გავლენას მოახდენს აღნიშნულ პროცესებზე.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნათელია, რომ საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც გვთავაზობენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მაქსიმალურად იქნას ათვისებული“, - აცხადებს ნიკოლოზ ხატიაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო