რატი იონათამიშვილი - ძალიან სამწუხაროა, როდესაც მავანი ცდილობს ნებისმიერი ადამიანური უბედურება პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენოს

ძალიან სამწუხაროა, როდესაც მავანი და მავანი ცდილობს ნებისმიერი ადამიანური უბედურება პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენოს, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მან ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოთქვა და ასევე მხარდაჭერა გამოხატა თანაგუნდელის - გიორგი ამილახვარის მიმართ.

“დარწმუნებული ვარ, ვინც არ უზრუნველყო უსაფრთხოების წესები, კანონის შესაბამისი სიმკაცრით უნდა იქნას გამოვლენილი და დასჯილი. ეს აუცილებლია ასეთი მძიმე ტრაგედიების დროს.

ასევე მინდა გიორგი ამილახვარის მიმართ ჩემი მხარდაჭერა გამოვთქვა - ძალიან სამწუხაროა, როდესაც მავანი და მავანი ცდილობს ნებისმიერი ადამიანური უბედურება პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენოს - ოპონენტების მიმართ კიბერშეტება და თუ ბულინგის სხვა მძიმე ფორმები გამოიყენოს, რაც არის დაუშვებელია. როგორც წესი, მსგავსი რამ ადამიანებს, ვინც ამას კადრულობს ბუმერანგივით უბრუნდებათ“, - განაცხადა იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ვაკის პარკში, შადრევანში, სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის გოგონა, რომლის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტის კითხვაზე, როდესაც მოსწავლეები გადაადგილდებიან, უნდა იყოს თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული, რათა მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, განაცხადა, რომ “ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს“. ამილახვარმა თქვა, რომ რეკონსტრუქციის მიმდინარეობისას, შეიძლება იყოს “ტექნიკური შეფერხება“, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს.

მოგვიანებით, გიორგი ამილახვარმა აღნიშნული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა და როგორც განმარტა, თავდაპირველი განცხადების დროს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შემთხვევა რეაბილიტაციადასრულებულ შადრევანში მოხდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო