გიორგი ალადაშვილი - თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო კახეთის რეგიონში, "ღვინის დღეების" ფარგლებში დაგეგმილი კულტურულ-გასართობი ღონისძიება გადადებულია

თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო კახეთის რეგიონში, "ღვინის დღეების" ფარგლებში დაგეგმილი კულტურულ-გასართობი ღონისძიება გადადებულია. ამის შესახებ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი პირად „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

გუბერნატორი უსამძიმრებს ტრაგედიისას გარდაცვლილი მოზარდის ოჯახსა და ახლობლებს.

„ვიზიარებთ დღეს, თბილისში, მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. საქართველოს პრემიერ-

მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, კახეთის რეგიონში, "ღვინის დღეების" ფარგლებში, კონკრეტულად სამ ქალაქში - ახმეტა, ყვარელი და გურჯაანი, და ასევე, რეგიონში ყველა სხვა დაგეგმილი კულტურულ-გასართობი ღონისძიება გადადებულია.

კიდევ ერთხელ, გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს", - წერს ალადაშვილი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს