ეროვნული ბანკი სისტემური ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე ბრძანების პროექტს აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის მიმართულებით არსებული წესების ფორმალიზაციას და გასაჯაროებას, რაც ხელს უწყობს ბაზრის სტაბილურობას, სანდოობასა და გამჭვირვალობას, რომლის ფარგლებშიც ეროვნულმა ბანკმა სისტემურობის ბუფერთან დაკავშირებით შეიმუშავა ბრძანების პროექტი და საჯარო კონსულტაციისთვის მას დაინტერესებულ საზოგადოებას წარუდგენს.

სებ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ქვეყნისთვის სპეციფიური ფაქტორების გათვალისწინებით.

„ბრძანების მიზანია სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკებისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის განსაზღვრისას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული განახლებული მიდგომების მეტი გამჭვირვალობა, სისტემური მნიშვნელობის ბუფერების აღნიშნული მიდგომების მიხედვით განახლება და დაწესება. ეროვნული ბანკი ელის დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარებს და შენიშვნებს 2022 წლის 1 ნოემბრამდე. ფოსტის შემდეგ მისამართზე: sb@nbg.gov.ge. ბრძანების პროექტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება