მიხეილ სარჯველაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე - ვისაც ბრალი მიუძღვის, მან უნდა აგოს პასუხი სრული სიმკაცრით

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ვისაც ბრალი მიუძღვის, მან უნდა აგოს პასუხი სრული სიმკაცრით, თუმცა, სარჯველაძის თქმით, ბრალეულად არ შეიძლება თბილისის მერი მივიჩნიოთ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ემოციური ფონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ნამდვილად შეიცავს ეთიკურ დეფიციტს.

„ტრაგედიაა, რომელსაც ახსნა და მიზეზი არ გააჩნია, ბუნებრივია, ეს არის ტრაგედია და ამ სიტყვით ყველაფერი ნათქვამია. ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს. რაც შეეხება იმას, რომ უნდა გამოიწვიოს თუ არა ამან პოლიტიკური პასუხისმგებლობა, პასუხი, ბუნებრივია, უარყოფითია. ჯერ გამოძიება არ ჩატარებულა, რომელმაც უნდა დაადგინოს, ვის რა ბრალი მიუძღვის და ვისაც ბრალი მიუძღვის მან უნდა აგოს პასუხი სრული სიმკაცრით. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ქალაქის მერი, რომელიც შეიძლება ბრალეულად მივიჩნიოთ იქ დაშვებული ხარვეზებისთვის, რომელ ხარვეზებსაც ადამიანი ემსხვერპლა. ემოციური ფონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ნამდვილად შეიცავს ეთიკურ დეფიციტს. ემოციურ ფონზე წინასწარ დასკვნების გაკეთება და ვინმეს აპრიორი დადანაშაულება, არასწორია. ამიტომაც, ნურავინ ეცდება, ნურც ოპოზიცია და ნურც ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხები, რომ ეს ემოციური ფონი და ტრაგედია საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის გამოიყენონ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა