„ევროპის უნივერსიტეტში“ ემილ ავდალიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

15 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტში" უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის და Geocase-ის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ხელმძღვანელის ემილ ავდალიანის ახლადგამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. „ევროპის უნივერსიტეტის" ინფორმაციით, ქართველი მკვლევრის წიგნი ცნობილმა ბრიტანულმა გამომცემლობამ Palgrave Macmillan-მ სექტემბერში გამოსცა.

„მონოგრაფია მოიცავს სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს ევრაზიაში დიდი ძალების გაზრდილი მეტოქეობის ფონზე. სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკის უახლესი კვლევები ფოკუსირებულია სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ასევე, თითოეული რეგიონალური აქტორის (რუსეთი, თურქეთი და ირანი) კავშირებზე რეგიონის ერთ ან სამივე სახელმწიფოსთან.

საუბარია რეგიონის ცვალებადი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გლობალური პერსპექტივიდან დანახვისთვის აშშ-ჩინეთის მზარდი მეტოქეობის და ევრაზიაში ძალთა ბალანსის შეცვლის შესახებ, ასევე აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური ყურადღების გადატანაზე ჩინეთის გამოწვევის შესაკავებლად.

გარდა ამისა, წიგნში მოცემულია მსჯელობა იმის შესახებ, რომ რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური კონკურენცია ერგება დიდი ძალების დაპირისპირების გლობალურ მოდელს, როდესაც სამხედრო და ეკონომიკური გათვლები უბიძგებს რეგიონულ ძალებს გაზარდონ თავიანთი გავლენა სამეზობლოზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა