დაგროვებით სავალდებულო პენსიასთან ერთად მოქალაქეებს რამდენიმე კერძო საპენსიო სქემაში გაწევრიანების საშუალება ექნებათ

მთავრობა პარლამენტს “ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონის მიღებას სთავაზობს.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა, უკვე პარლამენტშია.

კანონის პროექტის მიღებით საქართველოს ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა მიეცემა ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში გაწევრიანდეს ან თავად დააფუძნონ ის. ამგვარი უფლება ენიჭება სუბიექტთა ფართო სპექტრს - მათ შორის დამსაქმებლებს, დამსაქმებელთა გაერთიანებებს, დასაქმებულთა გაერთიანებებს, პროფესიულ ორგანიზაციებს. უფლება ენიჭება ნებისმიერ პირს გაწევრიანდეს ინდივიდუალურ საპენსიო სქემებში, დასაქმებისაგან დამოუკიდებლად.

კანონპროექტი ასევე იძლევა რამდენიმე საპენსიო სქემაში გაწევრიანების საშუალებას.

“კანონპროექტის უმთავრეს მიზანს საქართველოს მოქალაქეთათვის დამატებითი საპენსიო მექანიზმის გაჩენა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, მოქალაქეთა იმ ნაწილისთვის, რომელიც ჩაერთვება ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემებში დამატებითი გრძელვადიანი დანაზოგების შექმნას უზრუნველყოფს, რაც შედეგად გაზრდილ პენსიაში აისახება. მათ, დაგროვებით სავალდებულო პენსიასთან ერთად, დამატებით შეეძლებათ ნებაყოფლობით ჩაერთონ კანონპროექტით განსაზღვრულ სქემებში და შესაბამისად, მათი პენსია გაიზრდება.

ნებაყოფლობითი საპენსიო სქემის მონაწილეებზე ფინანსური შედეგები დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე (საპენსიო სქემების მონაწილეთა რაოდენობა, ნებაყოფლობითი სქემის ფარგლებში განხორციელებული შენატანების მოცულობა, საპენსიო აქტივების მართვა და მისი შედეგები, გრძელვადიან პერიოდში საინვესტიციო მოგება და აკუმულირებული თანხები და სხვა.), თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულს დადებითი შედეგი ექნება არსებული ჩანაცვლების კოეფიციენტის გაზრდაზე“, - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა