ანონსი 15 ოქტომბერი

ანონსი  15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, ბესო დონაძის და გიორგი ნონიაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა - რატომ უნდა გადადგეს თბილისის მერი კახი კალაძე?!

მის: ბარნოვის #40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

15 ოქტომბერს,12:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში" უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორის და Geocase-ის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ხელმძღვანელის ემილ ავდალიანის ახლადგამოცემული წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი და ექსპერტები დაესწრებიან.

მის: დ. გურამიშვილის გამზირი 76, “ევროპის უნივერსიტეტი”, მე-5 სართული, ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი

საკონტაქტო - 595 436 767