„ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ბავშვი ბინაზე სავარაუდოდ, მალე გაეწერება და ის საზღვარგარეთ გადაყვანას არ საჭიროებს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგის, მარინა ფირცხალავას განცხადებით, ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბინაზე სავარაუდოდ მალე გაეწერება. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვი კონტაქტურია, თუმცა მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება.

„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა ანუ თავისით, დახმარების გარეშე სუნთქავს, ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მონიტორინგს კვლავ საჭიროებს, მაგრამ აქტიურია, კონტაქტში შემოდის, შეკითხვებს პასუხობს. რაც შეეხება რისკებს, დაკვირვებას ჯერ მაინც საჭიროებს. შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება, ნევროლოგიური სტატუსი ჯერ კიდევ საჭიროებს დაკვირვებას. ბინაზე სავარაუდოდ მალე გაეწერება. მე ვფიქრობ, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით, არ საჭიროებს“, - განაცხადა მარინა ფირცხალავამ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო