"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" განცხადებას ავრცელებს

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს ყაზახ-საგურამოს 1000 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 88,9-43,4 კილომეტრებს შორის, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მ/წ-ის 18 ოქტომბრის 09:00 საათიდან 19 ოქტომბრის 09:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ლემშვენიერას, ქესალოსა დავახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურების-ის მომხმარებლებს.

„ გაზის მიწოდების პროცესი ასევე შეეზღუდებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვახტანგისი, ქესალო, ნაზარლო, ლემშვენიერასა და ჯანდარას.

ბუნებრივი გაზის მიწოდების გათიშვის შემთხვევაში, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა