ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური - ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, ოკაცეს ჩანჩქერსა  და ნავენახევის კარსტულ მღვიმეში  საფასურის გადახდის გარეშე დაიშვებიან

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წლის 16 და 17 ოქტომბერს, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე და, ასევე, ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის კარსტულ მღვიმეში საფასურის გადახდის გარეშე დაიშვებიან.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვეტერანმა, ან/ და მისმა ოჯახის წევრმა, აღნიშნულ ტერიტორიებზე უფასოდ დაშვების მიზნით, უნდა წარმოადგინოს მისი ან/და მისი ოჯახის წევრის ვეტერანის მოწმობა.

„ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციასა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ გამოხატული პატივისცემისა და თანადგომისთვის.

ცნობისთვის, საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ", რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო