თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებმა თბილისის საკრებულოს შენობის წინ უკრაინის დროშა გაშალეს.

ამასთან, აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა უკრაინის დროშაზე სურვილები დაწერეს, რომელსაც, მათივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს გადასცემენ.

როგორც ისინი აღნიშნავენ, რუსეთი კვლავ აგრძელებს სამხედრო აგრესიას. უკრაინელი სამხედროები კი იბრძვიან ტერიტორიებს დასაბრუნებლად. როგორც აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ისინი შთამომავლობას გადასცემენ, თუ როგორი ამაყები არიან უკრაინული არმიით.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა