„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, 18-19 ოქტომბერს, ყაზახ-საგურამოს 1000 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 88,9-43,4 კილომეტრებს შორის, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 18-19 ოქტომბერს ყაზახ-საგურამოს 1000 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 88,9-43,4 კილომეტრებს შორის, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის 09:00 საათიდან 19 ოქტომბრის 09:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ლემშვენიერას, ქესალოსა და ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.

გაზის მიწოდების პროცესი, ასევე, შეეზღუდებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვახტანგისი, ქესალო, ნაზარლო, ლემშვენიერასა და ჯანდარას.

ბუნებრივი გაზის მიწოდების გათიშვის შემთხვევაში, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” განცხადებით, ისინი სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა