საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს National Snow Show-ზე გაეცნენ

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, “მთის ტრასების სააგენტოსთან“ ერთად დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში ყოველწლიურ სამთო- სათხილამურო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, National Snow Show-ს გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცნობილი ათლეტები (მოთხილამურეები/სნოუბორდისტები) დაესწრნენ. მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში მოეწყო საქართველოს სტენდი, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს სამთო კურორტებს. “National Snow Show”-ზე სხვადასხვა ქვეყნის ათლეტების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრები, სადაც ერთმანეთს სამთო კურორტების, ზამთრის სპორტის შესახებ ინფორმაცია გაუცვალეს და გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიების ფარგლებში გამოფენის მონაწილეებმა საქართველოს მთის კურორტებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტები და ცნობილი ბრენდები, როგორებიც არიან: Salomon, Nordica, K2, Armada, Volki, Rossignol, Burton და სხვა.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს