თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკის კასკადზე - დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, როდესაც ვაკის პარკში კასკადის პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპები, მათ შორის შადრევნის ნაწილი დედაქალაქს ჩაბარდა, რომელიც დაექსპერტებული იყო.

მისივე თქმით, დასკვნა პროექტის ყველა ეტაპზე ცალსახად დადებითი იყო და შესაბამისად, მერიის თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს ჩაბარებაზე თანხმობა არ გაეცათ.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მერიის ინტერესი არის, რომ მიზეზების გამოკვლევა მოხდეს, თუ რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების მექანიზმმა, რომელიც ამ პროექტში იყო ჩადებული.

"გამოძიებასთან სრულად ვთანამშრომლობთ და ნებისმიერი ჩვენგანი მზად არის, აგოს პასუხი, თუკი რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება.

რაც შეეხება ამ პროექტს - ჩვენ არ შევისყიდეთ ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი. ჩვენ შევისყიდეთ სრულყოფილი კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ყველა საჭირო კომპონენტს მოიცავდა. როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპები დედაქალაქს ჩაბარდა. ყველა ასეთი ეტაპი არის დაექსპერტებული და ჩაბარებული. მათ შორის, შადრევნის ნაწილი. თვითონ შადრევნის ნაწილის საექსპერტო დასკვნა არის ხუთას გვერდზე მეტი. ეს დასკვნა სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დევს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს ნახოს.

რაც შეეხება ჩვენს სამსახურებს - ჩვენი სამსახური ამოწმებს აკრედიტირებული არის თუ არა ექსპერტი აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება და ასევე დასკვნის შინაარსს ამოწმებს, არის თუ არა დასკვნა დადებითი. დასკვნა ცალსახად ყველა ეტაპზე იყო დადებითი. ცალსახად ყველა ეტაპზე დასკვნაში ნახსენები იყო, რომ შესრულებული სამუშაო პროექტს შეესაბამება და ეს პროექტი ქვეყანაში ყველა არსებული სამშენებლო ნორმის მიხედვით არის შესრულებული. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს ჩაბარებაზე თანხმობა არ გაეცათ.

თბილისის მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო," - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა