ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მისიას ქმნის

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად სპეციალური მისიის - EUMAM Ukraine - შექმნის შესახებ, - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.

ინფორმაციით თანახმად, მისიის მიზანია ხელი შეუწყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას სამხედრო ოპერაციების ეფექტურად წარმართვის მიზნით, რათა უკრაინას მიეცეს საშუალება დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა.

„უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნის საპასუხოდ, EUMAM Ukraine გაუწევს ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ წვრთნას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მათ შორის ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს და განახორციელებს წევრი ქვეყნების აქტივობების კოორდინაციას და სინქრონიზაციას, რომელიც რომლებიც ხელს შეუწყობენ წვრთნების ჩატარებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, EUMAM Ukraine იმუშავებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე და ექნება თავისი ოპერატიული შტაბი ბრიუსელში, ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის ფარგლებში, რათა უზრუნველყოს საერთო კოორდინაცია სტრატეგიულ დონეზე.

მისიის მეთაური იქნება ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის სამხედრო დაგეგმვისა და წარმართვის ძალების დირექტორი, ვიცე-ადმირალი ჰერვე ბლეჟანი.

"არააღმასრულებელი მისიის მანდატი თავდაპირველად ორ წელიწადს გაგრძელდება, ხოლო მთლიანი ხარჯების ფინანსური სამიზნე ამ პერიოდისთვის იქნება 106 700 000 ევრო. მისია უზრუნველყოფს უკრაინის მხარდასაჭერად წევრ ქვეყნებთან, ისევე როგორც სხვა თანამოაზრე საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი საქმიანობის კოორდინაციას და ღია იქნება მესამე ქვეყნების მონაწილეობისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება