იურიდიული დახმარების სამსახურსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის მემირანდუმი გაფორმდა

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა ბავშვის უფლებების სფეროში ცნობიერების ამაღლების გზით.

„მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის, ამავე უფლებების დარღვევის პრევენციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფილ იქნას მასწავლებელთა გადამზადება.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადეს, რომ მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი ღონისძიებები სხვადასხვა საკითხზე საზოგადოების, მათ შორის, მასწავლებელების და მოზარდების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით