ფრიდონ ინჯია - უკვე გვაქვს უარყოფითი გამოცდილება მიშელის დოკუმენტზე, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს სიტუაციაში ჩააყენა, იგივე მეორდება ევროკომისიის 12 შეურაცხმყოფელი პუნქტით - ისმის კითხვა, სადაა ჩვენი დამოუკიდებლობა?!

ჩვენ უკვე გვაქვს უარყოფითი გამოცდილება შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელმაც ექვსი თვე ქვეყანა უმძიმეს, ტურბულენტურ სიტუაციაში ჩააყენა და ლამის საქართველოს კონსტიტუცია ჩაანაცვლა, ახლა კი იგივე მეორდება ევროკომისიის 12 შეურაცხმყოფელი პუნქტით - ისმის კითხვა, სადაა ჩვენი დამოუკიდებლობა?! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ გააკეთა.

როგორც ინჯიამ აღნიშნა, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილება, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ცვლის, მიუღებელია.

„უკვე გვაქვს კარგი მაგალითი, თუ რა სირთულეების წინაშე დადგა ცენტრალური საარჩევნო კომისია კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის ახალი წესით. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის წესს ცვლის, პირადად ჩემთვის მიუღებელია და მხარს არ დავუჭერ“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მისივე თქმით, მოლდოვისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან საქართველო მოლდოვას ყველა კრიტერიუმით უსწრებს.

“მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან ყველა პარამეტრით, ყველა კრიტერიუმით და მოთხოვნებით ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან შედარებით წინ ვიყავით. თუ არ იქნება ორმაგი სტანდარტი, ჩვენ წლის ბოლოს უნდა მოგვენიჭოს საოცნებო კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა