ზაზა ვაშაყმაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, თავმჯდომარემ სტუმარს სააგენტოს ფუნქციები და ამოცანები გააცნო, ასევე, ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე და გამოთქვა იმედი, რომ თანამშრომლობა სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან კვლავაც ნაყოფიერად გაგრძელდება.

მათივე ცნობით, სტუმარმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისთვის და იგი სომხეთის საელჩოში, სამუშაო შეხვედრაზე დაპატიჟა. სააგენტოს თავმჯდომარე და სომხეთის ელჩი შეთანხმდნენ სომხეთის შესაბამის სტრუქტურასთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე, რისთვისაც დაიგეგმება რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ვიზიტი ერევანში და მისი სომეხი კოლეგის სტუმრობა საქართველოში. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა