ზურაბ აზარაშვილი იტალიის ელჩ ენრიკო ვალვოს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იტალიის ელჩს, ენრიკო ვალვოს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ენრიკო ვალვომ, ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სექტორში განხორციელებულ საერთო პროექტებზე ისაუბრეს.

მინისტრმა, ელჩს სფეროში მიმდინარე რეფორმები და განვითარების ხედვები გააცნო. თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ, ზურაბ აზარაშვილს, იტალიაში, ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე პროექტები წარუდგინა.

შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო