პარლამენტთან ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე „ქართული ოცნების" მიერ უარის თქმა აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს

საქართველოს პარლამენტთან ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერაზე „ქართული ოცნების" მიერ უარის თქმა აქცია - პერფორმანსით გააპროტესტეს.

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებმა ადგილზე ბანერები მიიტანეს, რომელზეც კრემლის ფონზე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის, კერძოდ „ქართული ოცნების“ წევრები, ევროსაბჭოში საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი არიან ასახული. პერფორმანსზე ასევე წარმოდგენილია 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შედეგების ამსახველი ფოტომასალა, როგორც რუსული ტერორიზმის შედეგები. გამოფენილი იყო მიხეილ სააკაშვილის ფოტოც წარწერით - "Pace- მიხეილ სააკაშვილი, პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმარი".

„რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო აღმოჩნდეს რუსეთის მხარეს, როცა უკრაინაში ფაქტობრივად მიმდინარეობს ჩვენი ახალი დიდგორი. იქ იბრძვიან ქართველი მებრძოლები, აკავებენ მტერს და საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და მისი საპარლამენტო დელეგაცია, იმ ქვეყანას, რომელმაც მოგვიწყო ეთნიკური წმენდა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ხმას არ აძლევს, რომ ტერორისტული სახელმწიფოა. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ამ მარტივ ჭეშმარიტებას არ ცნობს მხოლოდ "ქართული ოცნება" ევროპის კონტინენტზე“, - განაცხადა მოძრაობის წევრმა ლაშა ფარულავამ.

„ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე და აღნიშნეს, რომ უკვე ევროპა აღიარებს ოფიციალურად, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო